მსოფლიო მესისგან დღეს კიდევ ერთ ფენომენალურ შედეგს ელის

დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე, “ბარსელონა” “ეიბარს” უმასპინძლებს. 

შეხვედრა გამორჩეულია არა მისი სატურნირო მდგომარეობით, ან დაძაბულობით, არამედ ყველა ელის ლიონელ მესის მორიგ შეხვედრას, რომელიც შესაძლოა მისთვის ისტორიული აღმოჩნდეს. “ბარსელონას” კაპიტანს ესპანეთის “ლა ლიგაში” 399 ბურთი აქვს გატანილი და მას შეუძლია, რომ დღეს მე-400, საიუბილეო გოლი გაიტანოს.

ესპანეთის ჩემპიონატის 90 წლიან ისტორიაში ასეთი შედეგი არავის აქვს. “ლა ლიგის” მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლოს მესისთან  37 წლის არიც ადურისია, რომელიც, თუ გატანას ამ ტემპით გააგრძელებს, ლეოს ახლანდელ შედეგს დაახლოებით 25 წელიწადში გაუთანაბრდება.

“ლა ლიგის” საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი – 399 გოლი
  2. კრიშტიანუ რონალდუ – 311 გოლი
  3. ტელმო სარა – 251 გოლი
  4. უგო სანჩესი – 234 გოლი
  5. რაული – 228 გოლი.

რაც შეეხება უშუალოდ ლიონელ მესის, მისი სტატისტიკა ასეთია:

თამაში: 434
გოლი: 399
წუთი: 34,859
მოგება: 325
ფრე: 70
წაგება: 39
ძირითადი შემადგენლობა: 386
ცვლილებაზე გამოსვლა: 48

მსოფლიო მესისგან დღეს კიდევ ერთ ფენომენალურ შედეგს ელის

სტატიის ავტორი
-