მუნდიალი 2022 | კამერუნი – ბრაზილიას მატჩის შემდეგ სამუელ ეტო’ო ჟურნალისტს თავს დაესხა | VIDEO

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა G ჯგუფის წარმომადგენელ გუნდებს, კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელშიც აფრიკულმა ნაკრებმა სამხრეთამერიკულს – 1:0, 92-ე წუთზე, ვინსენტ აბუბაქარის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი და ამჟამად ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუელ ეტო’ო ჟურნალისტს დაუპირისპირდა.

ლუსაილის სტადიონის გამოსასვლელთან ჟურნალისტი 41 წლის კამერუნელისთვის შეკითხვის დასმას ცდილობდა, რამაც სამუელ ეტო’ო გააღიზიანა და მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კამერუნის ნაკრებმა G ჯგუფში, ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით (1:0) და სერბეთის ნაკრებთან (1:1) ფრის მეშვეობით 4 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა.

მუნდიალი 2022 | კამერუნი – ბრაზილიას მატჩის შემდეგ სამუელ ეტო’ო ჟურნალისტს თავს დაესხა | VIDEO

სტატიის ავტორი
-