მუნდიალი 2022 | მაროკოს მწვრთნელი: “კმაყოფილები არ ვართ, მსოფლიოს ჩემპიონობა გვსურს”

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ მოქმედ ჩემპიონ, საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი კატარში მიმდინარე ტურნირის მოგებაა.

“გვინდა ფინალში გასვლა და გადამწყვეტი შეხვედრის მოგება. ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ხვალ მოედანზე წარმოუდგენელი ენერგიით გავალთ.

არ ვაპირებთ იმის თქმას, რომ ნახევარფინალში გასვლით კმაყოფილები ვართ. ეს ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთადერთი შანსია. არ დავღლილვართ და ხვალ ბევრს ვირბენთ.

მინდა ფინალში ვითამაშოთ. იმედი მაქვს, საფრანგეთი საკმარისად არ შეგვაფასებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება”, – თქვა აფრიკული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა 14 დეკემბერს, “ალ ბაიტის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მუნდიალი 2022 | მაროკოს მწვრთნელი: “კმაყოფილები არ ვართ, მსოფლიოს ჩემპიონობა გვსურს”

სტატიის ავტორი
-