მუნდიალი 2022 | რაბიო: “მეოთხედფინალში ფავორიტები არ ვართ”

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთს – 3:1 სძლია და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მესამე მუნდიალზე მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “მამლების” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, შემდეგ ეტაპზე გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“შემდეგ შეხვედრაში არანაირი უპირატესობა არ გვაქვს და ფავორიტები არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, კონცენტრირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ და მეტოქეზე არ ვიფიქროთ. საქმეს იგივენაირად უნდა მივუდგეთ, როგორც პოლონეთთან მატჩის მეორე ტაიმში. ჩვენ ყველა მეტოქესთან დაპირისპირებისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – თქვა ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის ნახევარმცველმა.

მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპის დაპირისპირება საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებებს შორის “ალ ბაიტის” სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მუნდიალი 2022 | რაბიო: “მეოთხედფინალში ფავორიტები არ ვართ”

სტატიის ავტორი
-