მუნდიალის მომგები პენალტის ავტორი ბრეშას მწვრთნელი გახდა

სერია A-ში დაბრუნებულ “ბრეშას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ლომბარდიელებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ფაბიო გროსო უთავკაცებს.

მუნდიალის ფინალში, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმის ავტორი, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, “ბრეშამ” ოფიციალურად წარადგინა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

გროსო 2014-17 წლებში ტურინის “იუვენტუსის” აკადემიაში და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა, მერე კი იტალიის ქვედა საფეხბურთო დივიზიონებში მოთამაშე “ბარისა” და “ვერონას” ხელმძღვანელობდა. გროსოსთვისბრეშა” უმაღლეს დივიზიონში გამომსვლელი პირველი გუნდია.

მუნდიალის მომგები პენალტის ავტორი ბრეშას მწვრთნელი გახდა

სტატიის ავტორი
-