მსოფლიოში არის გარკვეული ოჯახები, რომელთათვისაც საფეხბურთო სიყვარული და ზოგადად ფეხბურთი განსაკუთრებულია.
ერთი ოჯახიდან წარმატებული ფეხბურთელები არცთუ ისე ხშირია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით თავი დაგვამახსოვრეს: ჩარლტონები (ბობი და ჯეკი); ლაუდრუპები (მიკაელი და ბრაიანი); დე ბურები (ფრანკ და რონალდ) და ტურეები (იაია და კოლო).
ზოგჯერ საფეხბურთო ნიჭიერება თაობებშიც გრძელდება, მაგალითად ისეთი ცნობილი მამა-შვილები, როგორებიც არიან: პაოლო და ჩეზარე მალდინები, იოჰან და ხორდი კრუიფები, კარლეს და სერხიო ბუსკეტსები.
ზემოთხსენებული სახელები საფეხბურთო მასშტაბით ყველასთვის ცნობილია. მათ თავი მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი წარმატებით დაგვამახსოვრეს.
ჯეი-ჯეი ოკოჩა და ალექს ივობი
ლეგენდარული ნიგერიელი ფეხბურთელი – ჯეი-ჯეი ოკოჩა, ლონდონის “არსენალის” ყოფილი და ახლა უკვე “ევერტონის” ფეხბურთელის – ალექს ივობის ბიძაა (ძმისშვილი).
ცნობილი გამოცემები დღემდე წერენ და ვარაუდობენ, რომ ალექს ივობის ის ნიჭიერება, რაც მას გააჩნია ბიძამისის დიდი დამსახურებაა.
ემირ სპაჰიჩი და ედინ ჯეკო
მაკდონალდ მარიგა და ვიქტორ ვანიამა
![ფეხბურთელები რომლის ერთმანეთთან კავშირს ალბათ ვერ წარმოიდგენდით 3 ფეხბურთელები რომლის ერთმანეთთან კავშირს ალბათ ვერ წარმოიდგენდით 3](https://www.live.ge/wp-content/uploads/2020/04/maxresdefault-9-1024x576.jpg)
ლეროი ფერი და ვან აანჰოლტი
ლეროი ფერსა და პატრიკ ვან აანჰოლტს ნიდერლანდების ნაკრების ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნული ნაკრების ჩათვლით, ერთად აქვთ ნათამაშები. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.
ორივე მათგანმა კარიერა ნიდერლანდების გრანდში დაიწყო, ვან აანჰოლტი – “პსვ”-დან გამოჩნდა, ხოლო ლეროი ფერი კი “ფეინოორდიდან”, ხოლო შემდეგ ორივე მათგანი პრემიერ ლიგაში გადავიდა. ვან აანჰოლტი – “კრისტალ პალასში”, ლეროი ფერი კი – “სუონსიში”.
სეიდუ კეიტა და მოჰამედ სისოკო
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მალელი ფეხბურთელები – სეიდუ კეიტა და მოჰამედ სისოკო ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. სეიდუ კეიტა მალის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან 2008-2012 წლებში საუკეთესო “ბარსელონაში” ითამაშა და ესპანურ გრანდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.
რაც შეეხება მოჰამედ სისოკოს, მოჰამედი ირიცხებოდა ისეთ ევროპულ გრანდებში, როგორიცაა: “ლივერპული”; “ვალენსია”; “იუვენტუსი”; “პსჟ” და “ფიორენტინა”. მას ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული.
ხამეს როდრიგესი და დავიდ ოსპინა
ხამეს როდრიგესსა და დავიდ ოსპინას კოლუმბიის ნაკრებში ერთად 65 მატჩი აქვთ ჩატარებული. 2 კოლუმბიელი ვარსკვლავი ერთმანეთს 2011 წელს დაუნათესავდნენ, როდესაც ხამეს როდრიგესმა ცოლად დავიდ ოსპინას ფრენბურთელი და – დანიელა მოიყვანა.
მარეკ ჰამშიკი და ვალტერ გარგანო
და ბოლოს… მარეკ ჰამშიკმა და ვალტერ გარგანომ ერთად 8 წელი გაატარეს “ნაპოლიში”. 2012 წელს ვალტერ გარგანო სლოვაკეთის ნაკრების ლიდერის დასთან – მიქაელა ჰამშიკთან დაქორწიდა.