კარგად ნაცნობი თანამემამულე მესისთან – ინტერ მაიამის ახალი მწვრთნელი ჰყავს

“ინტერ მაიამის” ახალი მთავარი მწვრთნელი, 60 წლის არგენტინტინელი – ტატა მარტინო ჰყავს.

ტატა მარტინოს ლეო მესისთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. იგი 2013-2014 წლებში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო, 2014-2016 წლებში კი არგენტინის ნაკრებს ედგა სათავეში.

კარგად ნაცნობი თანამემამულე მესისთან - ინტერ მაიამის ახალი მწვრთნელი ჰყავს 1
კარგად ნაცნობი თანამემამულე მესისთან - ინტერ მაიამის ახალი მწვრთნელი ჰყავს 2

ტატა მარტინო ბოლოს მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე უსახური თამაშის გამო, იგი ნაკრებიდან დაითხოვეს.

ტატა მარტინო “ინტერ მაიამის” მთავარ მწვრთნელად 28 ივნისს დაინიშნა და ჯერჯერობით უცნობია მისი კონტრაქტის დეტალები, თუ როდემდე იმუშავებს არგენტინელი თავკაცი ამერიკული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.

კარგად ნაცნობი თანამემამულე მესისთან – ინტერ მაიამის ახალი მწვრთნელი ჰყავს

სტატიის ავტორი
-