ნედვედმა დიბალას სიტუაციაზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა, ლეგენდარულმა პაველ ნედვედმა პაოლო დიბალაზე ისაუბრა.

ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელის თქმით, დიბალას ადგილი აუცილებლად მოიძებნება.

“დიბალას ატლეტიკოსთან თამაშის საშუალება არ მიეცა. ის მხოლოდ ბოლო 14 წუთი შემოვიდა მოედანზე. სამწუხაროდ ამის მიზეზებიც არასებობს, თუმცა პაოლოსთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ამას მწვრთნელი დააფასებს” – განაცხადა ნედვედმა.

პაველ ნედვედი გუნდის ახალწვეულს, მატეის დე ლიხტსაც შეეხო.

“დე ლიხტი ახლა ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ის ლეონადრო ბონუჩის შეუწყვილდა. ამის მიზეზი კი კიელინის ტრავმაა. ჰოლანდიელი ძალას არ იშურებს ვარჯიშებზე და მას დიდი მომავალი აქვს” – აღნიშნა გუნდის სპორტულმა დირექტორმა.

მატეის დე ლიხტი ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, რაც შეეხება დიბალას, ის თამაშში სათადარიგო სკამიდან ერთვება.

ნედვედმა დიბალას სიტუაციაზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-