ნეიმარის მამის მორიგი უღირსი საქციელი

ნეიმარი და მისი ოჯახის წევრები მორიგ უსიამოვნებაში გაეხვნენ. ანტიგმირად კვლავ ნეიმარის მამა მოგვევლინა, რომელმაც უღირსი საქციელი აეროპორტში ჩაიდინა.

ყატართან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ნეიმარმა “სელესაოს” ბანაკი დატოვა და მამასთან ერთად სახლში გაემგზავრა. ინციდენტი ბრაზილიის აეროპორტში მოხდა. Reuters-ის ფოტოგრაფმა, ტრავმირებული ნეიმარისათვის ფოტოების გადაღება სცადა, რა დროსაც ნეიმარის მამა მას თავს დაესხა, ფოტოაპარატი წაართვა და ძირს დაანარცხა. Globoesporte-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უესლი მარსელინიომ ფოტოების გადაღება თან არსებული მეორე ფოტოაპარატით მაინც შეძლო.

ნეიმარის მამის მორიგი უღირსი საქციელი

სტატიის ავტორი
-