ნეიმარის ტრავმის შემდეგ დი მარიას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს

“პსჟ”-ს ფეხბურთელი, ანხელ დი მარია შესანიშნავ ფორმაში შევიდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ საფრანგეთის თასზე “დიჟონთან” (3:0) დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დი მარია ნეიმარის ტრავმის შემდეგ ათამაშდა.

პარიზელთა ვარსკვლავი 24 იანვარს დაშავდა, რის შემდეგაც ანხელმა 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა.

საინტერესოა, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს 24 იანვრამდე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

ნეიმარის ტრავმის შემდეგ დი მარიას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს

სტატიის ავტორი
-