ნეიმარმა საკუთარი ტრავმის ფოტო გაავრცელა

ბრაზილიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა, ნეიმარმა საკუთარი ტრავმის ფოტო გაავრცელა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა ყატარს 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებდა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.

ნეიმარს მარჯვენა კოჭის ტრავმა აღენიშნება. მას მყესები აქვს გაწყვეტილი.

 

ნეიმარმა საკუთარი ტრავმის ფოტო გაავრცელა

სტატიის ავტორი
-