ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, საქართველოს ეროვნული გუნდი ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნები” შემდეგი შემადგენლობით ითამაშებენ: 

საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, ლაშა დვალი – ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი –  საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდისა და ნიდერლანდების ნაკრების დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-