ნოდარ ახალკაცი ფიფაში ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელად დაინიშნა 

ნოდარ ახალკაცი ფიფა-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 – 2009 წლებში ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.

საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში”, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ყოფილი მესვეური “დინამო თბილისის” ლეგენდარული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცი უფროსის ვაჟიშვილია.

 

ნოდარ ახალკაცი ფიფაში ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელად დაინიშნა 

სტატიის ავტორი
-