ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს.

უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება.

ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია.

რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, იგი შემდეგნაირია:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე გიორგი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ივან ფოცხვერია (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (რეალ უნიონი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-