ნოიერმა ესპანეთთან კარიერის ანტი-რეკორდი დაამყარა

ერთა ლიგის A ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებისთვის მძიმე გამოდგა. იოახიმ ლიოვის გუნდმა სტუმრად ესპანეთთან 6:0 ისე წააგო, რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს.

ბუნდესნაკრების კარს გუშინდელ მატჩში მანუელ ნოიერი იცავდა. გამოცდილი მეკარისთვის ესპანეთთან განადგურება ორმაგად უსიამოვნო იყო, რადგან მან თამაშში 6 გოლი კარიერაში პირველად გაუშვა.

გეტყვით, რომ ერთა ლიგის აღნიშნული ჯგუფი 11 ქულით ესპანეთმა მოიგო, გერმანია კი მე-2 პოზიციას დასჯერდა.

ნოიერმა ესპანეთთან კარიერის ანტი-რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-