ზალცბურგის” ახალგაზრდა ტალანტი ერლინგ ჰოლანდი ბრწყინვალე ფორმაშია. ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში მას 4 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ნორვეგიის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩში უკვე 18 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. გარდა ამისა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ავსტრიის ჩემპიონის თავდამსხმელით ევროპის წამყვანი გრანდები დაინტერესდნენ, განსაკუთრებით “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურობს, რომელიც ფეხბურთელს უეინ რუნის შემცვლელად მოიაზრებს.

ნორვეგიელი ვუნდერკინდის ბრწყინვალე სეზონი – ჰოლანდით გრანდები დაინტერესდნენ (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-