ოფიციალურად: აბურჯანია ჰოლანდიის ჩემპიონატში ითამაშებს

24 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას “ტვენტეში” გააგრძელებს.

აღნიშნული ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. გიორგიმ “ტვენტეში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

ჰოლანდიურმა გუნდმა აბურჯანია “სევილიასგან” 2-წლიანი არენდით დაიმატა. “ტვენტეს” გიორგის გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარის წესით, ლა ლიგა 2-ის გუნდში, “ლუგოში” გაატარა.

ოფიციალურად: აბურჯანია ჰოლანდიის ჩემპიონატში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-