ოფიციალურად: ანსუ ფატი ტრავმირებულია

“ბარსელონასა” და “ბეტის” შორის დაპირისპირებისას, კატალონიური კლუბის ახალგაზრდა შემტევი, ანსუ ფატი დაშავდა. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე გამოსვლა ვეღარ შეძლო, რის გამოც, ის ლეო მესიმ ჩაანაცვლა.

მატჩის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელს მუხლის მიდამოში დაზიანება აქვს.

“დღეს საღამოს გაკეთებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანსუ ფატის მარცხენა მუხლის არეში, მედიალური მენისკის დაზიანება აქვს. მის დაბრუნებას რეაბილიტაციის პერიოდი განსაზღვრავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს, შესაძლოა, 1-იდან, 2-თვემდე გაუცდეს.

ოფიციალურად: ანსუ ფატი ტრავმირებულია

| ფეხბურთი |
სტატიის ავტორი
-