ოფიციალურად: აზარი რეალის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ედენ აზარი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი “ბლანკოსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს.

ედენ აზარმა “ჩელსიში” 8 წელი გაატარა, რა დროშიც ლონდენელთა მაისური 352-ჯერ მოირგო და 110 გოლი გაიტანა.

მადრიდის “რეალის” ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზარს 13 ივნისს წარადგენენ.

ოფიციალურად: აზარი რეალის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-