ოფიციალურად: ბაკაიოკო მილანში დაბრუნდა

ტიმუე ბაკაიოკო “მილანში” დაბრუნდა – ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც იცით, ფრანგი ნახევარმცველი “ჩელსის” საკუთრებაა. ბაკაიოკო “მილანში” 2-წლიანი იჯარით ითამაშებს, “როსონერის” კი მისი გამოსყიდვა შეეძლება.

27 წლის ფეხბურთელი “მილანში” მეორედ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მან იტალიელთა მაისური პირველად 2018 წელს მოირგო. ტიმუე “როსონერიში” მაშინაც იჯარის წესით თამაშობდა.

როგორც ცნობილია, მილანელებს ბაკაიოკოს ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდათ. რაც შეეხება “ჩელსის”, ლონდონელებმა ფრანგი ნახევარმცველი “მონაკოდან” 40 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს.

ოფიციალურად: ბაკაიოკო მილანში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-