ოფიციალურად: ბრენდან როჯერსი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ჩრდილოეთ ირლანდიელი ბრენდან როჯერსი “ლესტერმა” ოფიციალურად წარადგინა მთავარ მწვრთნელად. როჯერსი პრემიერლიგაში სამწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. 2016-2019 წლებში ის გლაზგოს “სელტიკს” წვრთნიდა. 2012-2015 წლებში კი “ლივერპულის” თავკაცი იყო.

“ეს ახალგაზრდა და დინამიური შემადგენლობაა, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია.” – განაცხადა როჯერსმა “მელიებში” წარდგენისას.

ბრენდან როჯერსი გუნდში კლოდ პიუელის  ნაცვლად მივიდა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამჟამად 2015/2016 წლის სეზონის ტრიუმფატორი პრემიერლიგაში 27 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

ოფიციალურად: ბრენდან როჯერსი პრემიერლიგაში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-