ოფიციალურად: დავიდ დე ხეა ლივერპულთან გამოირიცხა

მანჩესტერ “იუნაიტედისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარე – დავიდ დე ხეა “ლივერპულის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

დავიდ დე ხეამ გუშინ, 15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურში, ნორვეგიასთან დაპირისპირების დროს, მატჩის მე-60 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მოედანზე კი მის ნაცვლად კეპა არიზაბალაგა შემოვიდა.

ჯერჯერობით უცნობია ესპანელი კიპერის ტრავმის სიმძიმე, თუმცა უკვე დადასტურდა, რომ იგი “ლივერპულთან” თამაშს გამოტოვებს.

მანჩესტერ “იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.

ოფიციალურად: დავიდ დე ხეა ლივერპულთან გამოირიცხა

სტატიის ავტორი
-