ოფიციალურად: დეიან ლოვრენი ზენიტის ფეხბურთელია

ხორვატიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ცენტრალურმა მცველმა – დეიან ლოვრენმა “ლივერპული” დატოვა.

პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერ თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი კარიერას სანკ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავად კლუბმაც, რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

დეიან ლოვრენი მერსესაიდულ კლუბში 2014 წლიდან ირიცხებოდა და ჯამში 131 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო.

ოფიციალურად: დეიან ლოვრენი ზენიტის ფეხბურთელია 1

ოფიციალურად: დეიან ლოვრენი ზენიტის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-