ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

დიოგუ ჟოტა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. გასულ კვირას “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის ბოლოს მიღებული ტრავმა დროულად ვერ მოშუშდება, შესაბამისად პორტუგალიელი ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე (მსოფლიო ჩემპიონატისთვის) ვერ გაემგზავრება.

ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს 1
ჟოტამ “სიტისთან” მატჩში მოედანი ტრავმის გამო 97-ე წუთზე დატოვა

25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს კვლევა ჩაუტარდა, მიუხედავად იმისა რომ შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, პორტუგალიულმა საიტმა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ 25 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ ივარჯიშებს და ტრავმის მოშუშებას ერთ თვეზე მეტი დასჭირდება, რაც გამორიცხავს ჟოტას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.

აღსანიშნავია, რომ დიოგუ ჟოტას პორტუგალიის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია.

ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-