ოფიციალურად: გიორბელიძე დრეზდენის დინამოს ფეხბურთელია

ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის “დინამოში” გააგრძელებს.

ქართველი მარცხენა მცველი მე-2 ბუნდესლიგის გუნდს იჯარით შეუერთდა. დრეზდენელთა ოფიციალური განცხადების თანახმად, გურამი “დინამოში” 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გიორბელიძე გერმანულ კლუბში “ვოლფსბერგიდან” გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა რიგებს საქართველოს ნაკრების წევრი 2019 წელს, გორის “დილადან” შეუერთდა.

ცნობილია, რომ გურამ გიორბელიძე “დინამო დრეზდენში” 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ოფიციალურად: გიორბელიძე დრეზდენის დინამოს ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-