ოფიციალურად – კარლო ანჩელოტი რეალში დაბრუნდა

კარლო ანჩელოტი კვლავ “რეალ მადრიდს” გაწვრთნის – აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

გამოცდილი სპეციალისტი ესპანეთში 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, ანჩელოტიმ “რეალთან” 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა 2013/14 წლების სეზონში სწორედ ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება.

“რეალის” დატოვების შემდეგ, კარლომ “ბაიერნში”, “ნაპოლისა” და “ევერტონში” იმუშავა. მერსესაიდულმა კლუბმა ანჩელოტისთან ერთად პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

ოფიციალურად – კარლო ანჩელოტი რეალში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-