ოფიციალურად: კევინ-პრინც ბოატენგი ფიორენტინას ფეხბურთელია

ოფიციალური ინფორმაციით, 32 წლის კევინ-პრინც ბოატენგი “სასუოლოდან”  “ფიორენტინაში” €1 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფლორენციაში ვიმყოფები და “ფიორენტინაში” ვითამაშებ, ეს ჩემი კარიერისთვის ახალი გამოწვევაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ასაკის მიუხედავად, გუნდმა ეს შესაძლებლობა მომცა,” – განაცხადა ბოატენგმა.

გასულ სეზონში, ბოატენგმა “სასუოლოს” შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც, ნახევარი წლის განმავლობაში კატალონიის “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა. ბოატენგმა “ბლაუგრანას” მაისური 4-ჯერ მოირგო და მეტოქის კარში გოლის გატანა კი ვერ შეძლო.

ოფიციალურად: კევინ-პრინც ბოატენგი ფიორენტინას ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-