ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი ყატარში ითამაშებს

30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, “ევერტონიდან” ყატარულ კლუბ “ალ რაიანში” გადავიდა.

ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო აგენტმა – ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

ამ ეტაპისთვის, 30 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 11 წლიანი ევროპული საკლუბო კარიერა დროებით დაასრულა. ხამეს როდრიგესი 2010-2013 წლებში “პორტოში” თამაშობდა, 2013-2014 წლებში “მონაკოში”, 2014-2020 წლებში მადრიდის “რეალის” საკუთრება იყო, თუმცა 2017-2019 წლებში იგი მიუნხენის “ბაიერნში” იყო განათხოვრებული. 2020 წლიდან კი “ევერტონის” ღირსებას იცავდა.

 

 

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი ყატარში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-