ოფიციალურად: ხოჭოლავა კოპენჰაგენის ფეხბურთელია

საქართელოს ნაკრების ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა კარიერას “შახტარიდან” “კოპენჰაგენში” გააგრძელებს.

28 წლის ცენტრალურმა მცველმა დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხოჭოლავა უკრაინულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობდა. ის დონეცკელებს “ჩერნომორეციდან” შეუერთდა. დავითმა “შახტარის” მაისურით 83 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ქვეყნის თასის მოგება კი ორჯერ მოახერხა. გარდა ამისა, ხოჭოლავა მუდმივად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე.

“კოპენჰაგენმა” დანიის ჩემპიონატის გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ოფიციალურად: ხოჭოლავა კოპენჰაგენის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-