ოფიციალურად: კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

თურქეთსა და სირიაში დატრიალებულ ტრაგედიას ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი შენობების ნანგრევებში გაცილებით უფრო მეტი ადამიანია მოყოლილი და სამაშველო ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ მათ გადასარჩენად.

სამწუხაროდ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჰატაისპორის” განელი ვარსკვლავი – კრისტიან ატსუ გარდაიცვალა. Euronews-ის თურქული ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიან ატსუ შენობის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

https://twitter.com/ghanayesu/status/1626830797620535296

ოფიციალურად: კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

სტატიის ავტორი
-