ოფიციალურად: ლევან კუტალია ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

“დინამო თბილისი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონების გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან კუტალია ყაზახეთში გადაბარგდა.

30 წლის თავდამსხმელი კარიერას “ირტიშში” გააგრძელებს. პავლოდარის გუნდმა 2018/19 წლების სეზონი 37 ქულით დაასრულა და 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე გავიდა.

კუტალია “დინამო თბილისში” 2019 წლის დასაწყისში გადავიდა. კუტალიამ თბილისელთა მაისური ყველა ტურნირზე 41-ჯერ მოირგო და 21 გოლი გაიტანა.

ქართველი შემტევი ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლევანი სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

ოფიციალურად: ლევან კუტალია ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-