ოფიციალურად: ლუკაკუ ინტერის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რომელუ ლუკაკუ კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

ბელგიელი თავდამსხმელი ამიერიდან “ინტერში” ითამაშებს. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მილანელებს 65 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ “იუვენტუსში” გადასვლასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ბელგიის ნაკრების შემტევი “იუნაიტედში” 2017 წლიდან თამაშობდა. 96 ჩატარებულ მატჩში რომელუმ 42 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: ლუკაკუ ინტერის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-