ოფიციალურად: ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის მოქმედ ჩემპიონში ითამაშებს

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას აზიაში გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სამხრეთ კორეულმა “ჩონბუკმა” ოფიციალურად დაადასტურა.

ოქრიაშვილის ახალი გუნდი სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ “ჩონბუკი” საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ვაკო ყაზაიშვილის “ულსანის” მთავარი კონკურენტია.

თორნიკე აზიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 30 წლის ფეხბურთელი ბოლოს კვიპროსში, “აპოელის” რიგებში თამაშობდა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, “ჩონბუკი” 18 აგვისტოს “დეგუს” დაუპირისპირდება.

ოფიციალურად: ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის მოქმედ ჩემპიონში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-