ოფიციალურად: რომა მწვრთნელის გარეშე დარჩა

ეუსებიო დი ფრანცესკო “რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, 49 წლის სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუსთან” გამოვარდნა აღარ აპატიეს.

უნდა ითქვას, რომ დი ფრანცესკოს “რომა” წელს კარგად ვერც შიდა ჩემპიონატებში გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, ეუსებიო რომაულ გუნდში 2017 წლის ზაფხულში მივიდა. იტალიელს, სავარაუდოდ, კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლებს.

ოფიციალურად: რომა მწვრთნელის გარეშე დარჩა

სტატიის ავტორი
-