ოფიციალურად: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Konami-სთან შეთანხმებას მიაღწია

დღეს კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ძალიან კარგი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Konami-სთან ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია.

ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის ვიდეოთამაშში, PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო სიმულატორების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ჯვაროსნები” თამაშში ოფიციალური სახით არიან წარმოდგენილები.

“მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ,” – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

 

ოფიციალურად: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Konami-სთან შეთანხმებას მიაღწია

სტატიის ავტორი
-