ოფიციალურად: შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება

როგორც ცნობილი გახდა, შვეიცარიის მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

შვეიცარიის ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება იმ პირობით, თუ ამ თარიღამდე ქვეყანაში Covid 19-ის გამო სიტუაცია არ გაუარესდება.

განახლებული შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა, გულშემატკივრის გარეშე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ჩემპიონატში, კერძოდ კი “ლუცერნში” საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი – ოთარ კაკაბაძე თამაშობს.

ოფიციალურად: შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება

სტატიის ავტორი
-