ოფიციალურად: ტიერი ანრი მონაკოში წარადგინეს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი  – ტიერი ანრი, “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. ტიერი ანრიმ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელ 2021 წლამდე მოაწერა.

ამ წუთებში ტიერი ანრი პირველ ვარჯიშს ატარებს მთავარი მწვრთნელის რანგში და გუნდს ლიგა 1-ის მატჩისთვის ამზადებს. “მონაკო” 20 ოქტომბერს “სტრასბურგს” უმასპინძლებს.

მონაკოელები ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან.

ოფიციალურად: ტიერი ანრი მონაკოში წარადგინეს

სტატიის ავტორი
-