ოფიციალურად: უოტფორდმა რანიერი გაანთავისუფლა

კლაუდიო რანიერის კარიერა “უოტფორდში” ხანმოკლე გამოდგა – იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი თითქმის 4 თვეში დატოვა.

რანიერის “უოტფორდთან” ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, თუმცა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კლაუდიოსთან კონტრაქტი გაწყდა.

უნდა აღინიშნოს, რომ “უოტფორდს” რანიერის მწვრთნელობისას საშინელი შედეგები ჰქონდა. 14 ჩატარებული თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, 11 წააგო, ხოლო 1 შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა რანიერიმ “უოტფორდში” “დინამო თბილისის” ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი, ჩისკო ჩაანაცვლა.

ოფიციალურად: უოტფორდმა რანიერი გაანთავისუფლა

სტატიის ავტორი
-