ოფიციალურად: ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა

რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში პოლონეთის ჩემპიონატში, “არკაში” თამაშობდა.

ლუკა ზარანდიას შემდეგი კლუბი “ზულტე ვარეგემი” იქნება. 23 წლის ვინგერმა ბელგიურ გუნდთან 3+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა “არკას” მაისურით 9 ბურთის გატანა მოახერხა.

“ზულტე ვარეგემმა” ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა.

ოფიციალურად: ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-