ოფიციალურად: ზარანდია ყაზახურ გუნდში გადავიდა

ლუკა ზარანდია იჯარის წესით ყაზახეთში ითამაშებს. 24 წლის ქართველი შემტევი ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი გახდა “ტობოლში”.

აღნიშნული ინფორმაცია “ტობოლის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ვარეგემის” საკუთრებაში მყოფი ქართველი ყაზახეთში 31 ივლისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზარანდია გასულ ზაფხულში “ვარეგემს” პოლონური “არკადან” შეუერთდა. ლუკამ ბელგიელთა შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და 4 ასისტი გააკეთა.

ოფიციალურად: ზარანდია ყაზახურ გუნდში გადავიდა

სტატიის ავტორი
-