ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები

ევროპის მასშტაბით საკლუბო ტურნირები გრძელდება და უკვე გამოიკვეთნენ მოთამაშეები, რომლებსაც ოქროს ბუცისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ პირველი სამეულის მოთამაშეები საფრანგეთის “ლიგა 1”-ის ფეხბურთელები არიან.

#1 კილიან მბაპე (პსჟ) – 11 გოლი

ფრანგი ფეხბურთელი, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, რომელიც საოცარ ფორმაშია. მას ჩემპიონატში უკვე 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამსახურებულად ლიდერობს.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 1

#2 ემილიანო სალა (ნანტი) – 11 გოლი

“ნანტის” არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად შეძლო და სეზონის სტარტზე 11 ბურთი გაიტანა. ის და მბაპე “ლიგა 1”-ის ბომბარდირთა სიას ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ “ნანტს” მიმდინარე სეზონში სულ 20 გოლი აქვს გატანილი, შესაბამისად გუნდის გოლების 50%-ზე მეტი სწორედ სალაზე მოდის.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 2

#3 ნეიმარი (პსჟ) – 10 გოლი

“ლიგა 1”-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი ოქროს ბუცის ლიდერთა სიაში. “პარი სენ-ჟერმენის” შემტევს მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა და მესამე პოზიციას იკავებს. ნეიმარი საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 3

#4 ლიონელ მესი (ბარსელონა) – 9 გოლი

“ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს “ლა ლიგის” მიმდინარე სეზონში უკვე 9 ბურთი აქვს გატანილი. მართალია, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთი დატოვა და იტალიაში გადაბარგდა, თუმცა მესი აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ტრავმის გამო თითქმის 3 კვირა გაუცდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ არა დაზიანება და თამაშების გამოტოვება, ის მეტი ბურთის გატანას შეძლებდა.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 4

#5 ლუის სუარესი (ბარსელონა) – 9 გოლი

“ბარსელონას” კიდევ ერთი ლიდერი, ლუის სუარესი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის მსგავსად 9 ბურთი დაუგროვდა. ურუგვაელი თავდამსხმელი სეზონის სტარტზე მძიმედ გამოიყურებოდა, თუმცა ეტაპობრივად ფორმაში შევიდა და გოლების გატანა დაიწყო. “ელ კლასიკო”-ში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მესის არ ყოფნაში თამაში საკუთარ თავზე აიღო. სწორედ, “ბარსელონას” კაპიტანთან ერთად სუარესი “ლა ლიგის” ბომბარდირია.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 5

#6 კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა) – 9 გოლი

პოლონელი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის “სერია ა”-ში უკვე 9-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. 23 წლის თავდამსხმელი ბომბრადირთა დავას ლიდერობს და როგორც ხედავთ, ოქროს ბუცის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 6

#7 ლუკა იოვიჩი (ფრანკფურტის აინტრახტი) – 9 გოლი

ათეულში მოხვდა ფრანკფურტის “აინტრახტის” თავდამსხმელი, რომელიც 9 გატანილი ბურთით გერმანიის “ბუნდესლიგას” ლიდერობს. მისი გუნდი კი მეოთხე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას მისივე თანაგუნდელი 8 გატანილი გოლით იკავებს.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 7

#8 ედინსონ კავანი (პსჟ) – 8 გოლი

“პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც 8 გოლი აქვს და “ლიგა 1”-ის ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა. ურუგვაელ თავდამსხმელს ისეთი შედეგიანი სეზონი არ აქვს, როგორიც წინა ჰქონდა, თუმცა მას, მბაპესა და ნეიმარს ერთად უკვე 29 გოლი დაუგროვდათ.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 8

#9 ლუკ დე იონგი (პსვ ეინდჰოვენი) – 11 გოლი

ჰოლანდიელი თავდამსხმელი “ერედივიზიონ”-ში შეუჩერებელია. “პსვ”-ს რიგებში მას უკვე 11 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირია. ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში კი მეცხრე პოზიციაზეა.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 9

#10 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 8 გოლი

“მანჩესტერ სიტი”-სა და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ათეულის ბოლო ადგილზეა. ის “პრემიერლიგა”-ში გამორჩეული თავდამსხმელია. აგუერო ბომბარდირთა დავას სათავეში მოექცა და ერთი ბურთით უსწრებს ედენ აზარს.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები 10

 

ასე გამოიყურება ოქროს ბუცის პრეტენდენტთა ათეული. აღსანიშნავია, რომ ამ ათეულში ვერ მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ედენ აზარი. რონალდუ 8 გოლით მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აზარი 7 გატანილი ბურთით მე-20 ადგილს იკავებს.

ოქროს ბუცი 2018-19 წლების პრეტენდენტები

სტატიის ავტორი
-