ოზილი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შექმნილი კრიზისის გამო საფეხბურთო კლუბები ფეხბურთელებს ანაზღაურებას უმცირებენ.

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ხელფასის ცვლილებაზე უარი განაცხადა – აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. მესუთი “მეთოფეების” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა – ის 350 ათას ევროს იღებს კვირაში. ამის მიუხედავად, ხელფასის 12.5%-ით შემცირებაზე გერმანელი უარს აცხადებს.

ოზილის ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინოდ აფასებს ბრიტანული მედია. “არსენალის” კიდევ 2 ფეხბურთელი, რომელთა ვინაობაც უცნობია, ოზილის პოზიციაზე არიან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ “არსენალი”  გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც მომდევნო წლის მარტამდე 12.5%-ით შემცირებული ანაზღაურების მიღებაზე ფეხბურთელებთან შეთანხმებას მიაღწია.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში “მეთოფეებს” ხელმძღვანელები ბონუსებს ჰპირდებიან.

ოზილი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

სტატიის ავტორი
-