პანიკა რუსულ მედიაში – ზენიტი მალკომს გაყიდის?

რუსულ მედიაში “ზენიტის” ახალწვეულის, მალკომის ირგვლივ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შესახებ იწერება.

რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონადან” 41 მილიონ ევროდ შეძენილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში ფანებისგან რასისტული სახის შეურაცხყოფა მიიღო.

“კრასნოდართან” საშინაო მატჩში “ზენიტის” მხარდამჭერებმა გამოფინეს ბანერი, რომელიც სარკასტულ ხასიათს ატარებდა: “მადლობა ხელმძღვანელობას ტრადიციების ერთგულებისთვის.” 

პანიკა რუსულ მედიაში - ზენიტი მალკომს გაყიდის? 1

რუსი გულშემატკივრები “ზენიტში” შავკანიანი ფეხბურთელის თამაშს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც ჩანს, მალკომის, როგორც პირველი ფერადკანიანის გამოჩენამ კლუბში სანკტ-პეტერბურგელები ძალიან გააღიზიანა.

რუსულ მედიაში იწერება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ “ზენიტი” მალკომს იანვარში გაყიდის.

პანიკა რუსულ მედიაში – ზენიტი მალკომს გაყიდის?

სტატიის ავტორი
-