პაპუნაშვილით ბერძნული გუნდი დაინტერესდა

გიორგი პაპუნაშვილს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი “სარაგოსას” მწვრთნელის გეგმებში აღარ შედის.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გიორგის იჯარით გადაბირების სურვილი “პანათინაიკოსმა” გამოთქვა. Patrasevents.gr-ის თანახმად, გუნდებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილის დამატება MLS-ის გუნდებსაც სურდათ, თუმცა 25 წლის ნახევარმცველმა აშშ-ში წასვლა იუარა.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერით ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ადგილოსანი, სანტანდერის “რასინგიც” ინტერესდება.

“პანათინაიკოსს” საბერძნეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

 

პაპუნაშვილით ბერძნული გუნდი დაინტერესდა

სტატიის ავტორი
-