პეპ გვარდიოლა: “მესი თუ ჰოლანდი? – ლეოს ვერავის შეადარებ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ყოფილი და ამჟამინდელი შეგირდების, ლიონელ მესის და ერლინგ ჰოლანდის შედარების შესახებ ისაუბრა.

“მესი თუ ჰოლანდი? ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ შეადარებ მესის – ლეო ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ხედვა, პასები, კონკურენტუნარიანობა, ბევრი რამ… იმედია ჰოლანდი შეძლებს და მესისთან ახლოს მივა, ეს ჩვენთვის შესანიშნავი იქნება!”, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

22 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა “მანჩესტერ სიტიში” სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 44 შეხვედრაში 50 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

პეპ გვარდიოლა: “მესი თუ ჰოლანდი? – ლეოს ვერავის შეადარებ”

სტატიის ავტორი
-