ფაბრიციო რომანო – 3 გერმანული გუნდი ევროპის სუპერლიგაზე უარს ამბობს

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანული კლუბები ევროპის სუპერლიგაზე თამაშს არ აპირებენ.

“ბაიერნი”, “დორტმუნდი” და “ლაიფციგი” – ეს ის გუნდებია, რომლებიც UEFA-ს ტურნირების ერთგულები რჩებიან.

“ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა: “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” საკითხზე 100%-ით ერთი და იგივე შეხედულებები აქვთ.”

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის 15 მონაწილე ცნობილია, ხოლო დარჩენილი 5 ადგილი მოწვეული წევრებით უნდა შეივსოს.

ფაბრიციო რომანო – 3 გერმანული გუნდი ევროპის სუპერლიგაზე უარს ამბობს

სტატიის ავტორი
-