ფეიენოორდის ფეხბურთელები შესაძლო დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებენ

დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, “დინამო თბილისისა” და “გაბალას” შორის გამარჯვებული როტერდამის “ფეიენოორდს” შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სტივენ ბერგჰუისი: “დიდი უპირატესობაა რომ ორივე გუნდის შეხვედრას წინასწარ ვნახავთ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ, რომ ვიცოდეთ თუ რას უნდა ველოდეთ მათგან “

ერიკ ბოტეგინი: ” “დინამო თბილისის” შემთხვევაში მათი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და მათ ნაპოვნი აქვთ საკუთარი რიტმი. საბედნიეროდ ჩვენ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ვითამაშეთ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ , მათ შორის ერედივიზიონის წარმომადგენლის როტერდამის “სპარტას” წინააღმდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ვიცი თუ რა ფორმაში ვართ. “

“დინამოსა” და “გაბალას” შორის გამარჯვებული პირველ მატჩში სტუმრად “დე კუიპზე” 8 აგვისტოს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი საქართველოში ან აზერბაიჯანში 15 აგვისტოს გაიმართება.

ფეიენოორდის ფეხბურთელები შესაძლო დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებენ

სტატიის ავტორი
-