ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

“საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაციები გვიან ღამით ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაჭერილი ადამიანებიდან 2 მორაგბეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

სტატიის ავტორი
-