ფეხბურთელს, რომელმაც მსაჯს სცემა, მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს

“სან პაულო დე რიო გრანდეს” ფეხბურთელი, უილიამ რიბეირო დააპატიმრეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფეხბურთელმა ჯარიმის არ დანიშვნის გამო, მსაჯს, როდრიგო კრიველაროს მძიმე დარტყმა მიაყენა და გონება დააკარგვინა. არბიტრი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ადგილობრივი პოლიციის გამომძიებელმა, ვინიციუს ასუნომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლე გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რიბეირო პატიმრობაში გამოძიების დროს.

საინტერესოა ის, რომ აღნიშნული ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ბრაზილიის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე “სან პაულო” 113 წლის იუბილეს აღნიშნავდა. საბოლოოდ, მე-12 ტურის შეხვედრა “გუარანის” წინააღმდეგ შეწყდა და აღარ გაგრძელებულა.

ფეხბურთელმა მსაჯი უმოწყალოდ სცემა | VIDEO

 

ფეხბურთელს, რომელმაც მსაჯს სცემა, მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს

სტატიის ავტორი
-