ფელაინი საავადმყოფოდან გამოწერეს

კორონავირუსზე სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი მარუან ფელაინი ჩინეთის საავადმყოფოდან გამოწერეს.

ბელგიის ნაკრების 32 წლის შუახაზელი ერთადერთი ფეხბურთელია ჩინეთის სუპერლიგაში, რომელსაც COVID19-ით ინფიცირება დაუდგინდა.

22 მარტს, ფეხბურთელმა თავად გაამხილა, რომ კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ფელაინი “შანდონ ლუნენგში” 2019 წლის თებერვალში გადავიდა და 34 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.

ფელაინი საავადმყოფოდან გამოწერეს

სტატიის ავტორი
-